მიშელ პლატინის დაკავება

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი და ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის წამყვანი გამოცემები ავრცელებენ.

პლატინის ბრალი კორუფციაში მონაწილეობისთვის ედება. საქმე ეხება 2022 წელს ყატარში ჩასატარებელ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს. 

ნაციონალურმა ფინანსურმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება 2016 წელს დაიწყო. თავად პლატინის აღიარებული აქვს, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს, თავისი ხმა ყატარს მისცა. პროკურატურის მტკიცებით, ფრანგმა ამ ხმის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მიიღო.

კომენტარები