ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

რუსეთში კომუნისტებმა ნოვოსიბირსკის მერის საარჩევნო კამპანიის დროს სტალინის ფესტივალი ჩაატარეს

ორშაბათი, 17 ივნისი, 2019 - 18:02
RFE/RL
tbl.ge/3ryp
დაკოპირდა
RFE/RL
RFE/RL

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში, რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ საბჭოთა დიქტატორის სტალინის დაბადების 140 წლისთავს ფესტივალი "სტალინის 140 წელი" მიუძღვნა.

ნოვოსიბირსკში კომუნისტურ ფესტივალს "სიმართლის დღე" უკვე 12 წელია ატარებენ, თუმცა წელს ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილიც არის, რითაც კომუნისტი მერის ანატოლი ლოკოტის ხელახლა არჩევას უჭერენ მხარს.

საარჩევნო ბროშურაზე, რომლისგანაც დამსწრეები ქაღალდის თვითმფრინავებს აკეთებდნენ და ასე ავრცელებდნენ, ვკითხულობთ ლოზუნგს "დედა-სამშობლოსთვის, სტალინისთვის, ლოკოტისთვის".

რადიო თავისუფლების სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ფესტივალს არაერთი ადამიანი შეუერთდა:

"ჩემთვის ეს ადამიანი გმირია და მე მას ჩემ უკანასკნელ დღემდე პატივს ვცემ"; "ყველაზე მთავარია ის, რომ მან ომი მოიგო. დაე იყოს ბოროტი ადამიანი, ბევრი მას გმობს, თუმცა ქვეყნაში წესრიგი იყო," - ამბობენ ფესტივალის დამსწრეები.

ღონისძიებაზე სტალინის სხვადასხვა პლაკატი იყო გამოფენილი. დამსწრეები დიჯეისა და მევიოლინეების დაკრულ მუსიკაზე ცეკვავდნენ და სხვადასხვა თამაშს თამაშობდნენ.

ფესტივალზე მუყაოსგან დამზადებული სტალინის ფიგურაც იდგა, მსურველებს მასთან სურათის გადაღება შეეძლოთ. ერთერთმა მონაწილემ თქვა, რომ დიდი ხანია, სტალინთან ფოტოს გადაღება სურს, თუმცა არ იცოდა, როგორ, "ამ ორიგინალური მოფიქრებით" კი ეს სურვილი რეალობად აქცია.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ნოვოსიბირსკში იოსებ სტალინის ბიუსტი გახსნეს. ბიუსტის დადგმის ცერემონიას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც ხელში სტალინის პორტრეტები და წითელი დროშები ეკავათ.

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის ისტორიულ როლს დადებითად 70% აფასებს, რაც ისტორიული რეკორდია. ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 46% სტალინის რეჟიმის მსხვერპლების რაოდენობას გამართლებულად მიიჩნევს. 

რუსული მედიის ცნობით, ეს სტალინისადმი დადებითი შეფასების ისტორიული რეკორდია.

სტალინის შვილთაშვილი იაკობ ჯუღაშვილი მორალურად მახინჯებად და დეგენერატებად მოიხსენიებს მათ, ვინც მისი დიდი ბაბუის რეპრესიებს ამართლებს.

რუსეთისტალინისსრკკომუნისტებირუსეთის კომუნისტური პარტიანოვოსივბირსკი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 18:13რუსეთი სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის საკონსულოს ხურავს
  • სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
  • ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026 - 13:08პეტერბურგში დააკავეს ილია ტრაბერი – ბიზნესმენი, რომელსაც პუტინის მეგობარს უწოდებდნენ
  • პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 16:19რუსეთი ამბობს, რომ აშშ ტაილანდში რუსებზე "ნადირობს"
  • ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026 - 00:15დაღესტანში "გაზპრომის" გაზსადენის მონაკვეთი აფეთქდა, გაჩნდა დიდი ხანძარი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 21:32

უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული

ექიმი: ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 20:57

ექიმი: ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო

თბილისში, დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 19:25

თბილისში, დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 19:12

თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის საკონსულოს ხურავს
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 18:13

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის საკონსულოს ხურავს

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია, სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5Крымский ветер: აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენა შეასრულა

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში