ედენ აზარის პრეზენტაცია

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ედენ აზარის პრეზენტაციას 50000 გულშემატკივარი დაესწრო (ვიდეო)

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ედენ აზარმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა. მადრიდელებმა ლონდონის "ჩელსის" ყოფილ ფეხბურთელს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. 28 წლის ბელგიელის პრეზენტაციას 50 000 გულშემატკივარი დაესწრო.

აზარის სანაცვლოდ, "რეალმა" "ჩელსის" 100 მილიონი ევრო გადაუხადა. ნახევარმცველმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

ცნობისათვის, აზარზე მეტი გულშემატკივარი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს პრეზენტაციას დაესწრო. "რეალმა" პორტუგალიელი 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეიძინა.

კომენტარები