დეკანოზი ნოზაძე: ხელისუფლებაში ვინც მოდის, უნდა ვკითხოთ გეი აღლუმზე რას იზამს, ისე ავირჩიოთ

ხელისუფლებამ განა ამ ხალხის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, რომ კარგად ჩაატარონ, ამ ხალხს უნდა აუხსნან, რომ ეს არ შეიძლება. უფლებადამცველები უნდა შეიკრიბნონ და მამათმავალს უთხრან, ჩემო კარგო დაანებე ამ უკეთურებას თავი, მოიყვანე ცოლი, იყოლიე შვილები, ხო ხედავ წელიწადში ოთხი სოფელი ცარიელდება საქართველოში, რას ფიქრობთ ეს რომ საყოველთაო გახდეს მერე რა იქნება?! ხანდახან დაგვცინიან, მამათმავლობა გრიპია, რომ გადაედოსო? გამონათქვამი რომაა არ გახსოვთ? ხარი ხართან დააბითო, ან ზნეს შეიცვლის ან ფერსო. ისინი უგუნურები კი არ იყვნენ, ვინც ეს თქვა. ცოდვა არის გადამდები, დაავადებაზე მეტად. მეფე როცა ცოდავდა, მთელი ერი ცოდავდა. მეფე როცა სწორად ცხოვრობდა, მთელი ერი ზენობისკენ იდრიკებოდა. კაცი რომ მოდის ხელისუფლებაში და რომ გეუბნებია, რომ გზებს დავაგებ ამას ვიზამ, ჩვენ მაგას კი არ უნდა ვუსმინოთ, უნდა ვკითხოთ მამათმავლები, რომ აღლუმის ჩატარებას მოინდომებენ, თქვენ რას იზამთ? ქრისტეს შეურაცხყოფას, რომ ვინმე დააპირებს, ტელევიზორში რომ ვინმე გამოვა და იტყვის ქრისტე მოკვდაო, აი ამ ხალხთან როგორი დამოკიდებულება გექნებათო. ეს უნდა ვკითხოთ. საქონელი ხო არ ვართ ან პირუტყვი, გვასმევენ თუ გვაჭმევენ იმის მიხედვით ავირჩიოთ ხელისუფალი. 

ამბობს დავით ნოზაძე ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ.

კომენტარები