მეორე ტური მთაწმინდაზე

"ოცნების" აქტივისტი, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა, #17 უბანზე კვლავ გამოჩნდა

ქართული ოცნების აქტივისტი, რომელიც საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა და ლადო კახაძის შემოხაზვისკენ მოუწოდებდა, მე-17 უბნის წინ კვლავ გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მობილურს ამჩნევს, სახეზე ხელებს იფარებს და ვიდეოს გადამღებს აგინებს. 

"ქართული ოცნების აქტივისტი, დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩეველზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი ამ წუთებში იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში, ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს, რატომ ცდილობდა, ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი", - თქვა ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე. 

წინა ვიდეო ნახეთ აქ: 

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

კომენტარები