რუსეთი

რუსი მაღალჩინოსნის გაქირავებულ ბინაში პოლიციამ ბორდელი აღმოაჩინა, მან თანამდებობა დატოვა

Pixabay

ციმბირში მერის მოადგილემ ვიქტორ მანუხინმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ პოლიციამ მის ბინაში ბორდელი აღმოაჩინა.

ქალაქ ნიაგანში ქვეიჯარით გადაცემულ ბინაში ბორდელი 2018 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. "პროსტიტუციაში ჩართვის ორგანიზებისთვის" საქმე აღიძრა, ერთი პირი დამნაშავედ ცნეს და 100 000 რუბლით დააჯარიმეს.

მანუხინმა დაადასტურა, რომ ბინას ნამდვილად ის აქირავებდა, თუმცა, მისი მტკიცებით, არ დაინტერესებულა, თუ რა ხდებოდა იქ.  

პროკურორები დაინტერესდნენ ცნობებით იმის შესახებ, რომ მანუხინს იჯარიდან მიღებული შემოსვალი დეკლარირებული არ ჰქონდა.  

მანუხინმა თანამდებობა 4 ივნისს დატოვა. მან თქვა, რომ ამ მოვლენების ფონზე მუშაობა შეუძლებელია.

კომენტარები