ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაზე 2 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა. 

ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ორი კომპანიის სახელით ფიქტიური ოპერაციები განახორციელეს. 

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გამოიწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 17 885 000 ლარის ღიღებულების მომსახურების ფიქტიურ გაწევაზე, რითაც ერთერთმა კომპანიამ 2 728 220 ლარის ოდენობის ყალბი ჩათვლა მიიღო. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები