მაშველები

ყაზბეგში გერმანელი ტურისტი დაშავდა, უსაფრთხო ადგილზე ის მაშველებმა ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა. 

საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამის შესახებ შეტყობინება 122-ში შევიდა, რის შემდეგაც მაშველებმა სპეციალური აღჭურვილობით ქალი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საქმე არ ემუქრება

კომენტარები