დევიდ კამერონი

დევიდ კამერონი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს

Britain's opposition Conservative Party leader Cameron takes part in the third and final televised party leaders' debate in Birmingham
REUTERS

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კომპანიის, Afiniti-ს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კამერონი მათ კრიტიკულ საკითხებზე მისცემს რჩევებს, მაშინ, როცა Afiniti "განაგრძობს ბაზრების ათვისებას მსოფლიოს მასშტაბით".

დევიდ კამერონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2016 წლის ზაფხულში დატოვა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ წაგებული რეფერენდუმის შემდეგ. კამერონმა მალევე პარლამენტიც დატოვა და ავტო-ბიოგრაფიული წიგნის წერას შეუდგა, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება.

დევიდ კამერონი პირველი ბრიტანელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი არ იქნება, ვინც ტექნოლოგიების სფეროში გადაინაცვლებს პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ. გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ნიკ კლეგი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ლიბერალ-დემოკრატების ყოფილი ლიდერი Facebook-ის გლობალური პოლიტიკასა და კომუნიკაციებს გაუძღვებოდა.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრებიდან, ყველაზე ხმაურიანი ლეიბორისტი ტონი ბლერის საკონსულტაციო საქმიანობა იყო. ბლერი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობის გამო. 2015 წელს ბლერი რამდენიმე საათით თბილისშიც იმყოფებოდა - მან ფუნიკულორზე მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ივახშმა.

 

კომენტარები