შსს ამბობს, რომ Tbilisi Pride-ის გამართვა ორგანიზატორების დაგეგმილ ადგილზე შეუძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებასა და Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა შსს-ს ღონისძიების ჩატარების გეგმა წარუდგინეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფორმატზე და  ადგილებზე, სადაც ღონისძიების გამართვა იგეგმება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ეს შეუძლებელია.

შსს-ში ამბობენ, რომ Tbilisi Pride-ის ჯგუფს შესთავაზეს შეკრების სხვა ალტერნატიული ლოკაციები და ასევე გამოხატვის სხვა შესაძლებლობები, რომლებიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის.

ცნობისთვის, Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები ამავე საკითხთან დაკავშირებით დღეს, 5 საათზე პრესკონფერენციას მართავენ.

კომენტარები