მოსალოცია იმიტომ, რომ რეალურად მოხდა სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა იმ გაგებით, რომ უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ აღძრეს ზუსტად ისეთივე სისხლის სამართლის საქმე, ზუსტად ისეთივე ოლიგარქებმა, როგორიც აღძრეს საქართველოში - თითიდან გამოწოვილი, მოგონილი, ძალიან თავხედურად გაყალბებული. მთავარმა პროკურორმა მოხსნა პირი და მოყვა, როგორ ავალებდა პოროშენკო ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას. ზუსტად ასევე, როგორც კი ივანიშვილი კიდევ უფრო შეირყევა, მოხსნიან პირს ფარცხალაძეები, კბილაშვილები, წულუკიანები და აუცილებლად მოყვებიან, როგორ ხდებოდა მტკიცებულებების გაყალბება, ყალბი ჩვენებების მიღება, როგორ ხდებოდა პოლიტიკური დევნა...
...წარმოიდგინეთ, წინა ხელისუფლებას როგორ ეშინოდათ ჩემი პარტიის. სუფთა ივანიშვილი როგორი აფერისტიც არის, ეგეთივე აფერისტები არაინ. დაიჭირეს ვიღაც ალკოჰოლიკი, დაახლოებით გლდანი რომ არის, ვარკეთილი, ეგეთი ადგილას კიევში, ძალიან კარგი კვარტალია. ამ საცოდავს ერქვა უკრაინული სახელი და გვარი, დაარქვეს მიხაილო სააკაშვილი, მის სახელზე გადაარეგისტრირეს ჩემი პარტია და უამრავი ათასი ჩვენი აქტივისტი დარჩა პარტიის გარეშე.





