რუსეთი

რუსეთმა ავარიული კოსმიური სტარტების გამო, 8 წლის განმავლობაში, 35 მილიარდი რუბლი იზარალა

TASS

2010-2018 წლებში რუსეთმა ავარიული კოსმიური სტარტების გამო 35 მილიარდ რუბლზე მეტი (542 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) იზარალა.

"ამ პერიოდში, 11 ავარიული ვითარება იყო, რუსეთის ფედერაციისთვის მიყენებული ზარალი 35 მილიარდ რუბლს შეადგენს", - ნათქვამია დოკუმენტში.

დაზღვევამ 20 მილიარდი რუბლი აანაზღაურა, თუმცა რიგი ავარიული გაშვება არ იყო დაზღვეული.

დანაკარგიდან რუსეთის სახელმწიფო კოსმიურმა სააგენტომ როსკოსმოსმა 10.5 მილიარდი რუბლი იზარალა.

2019-2021 წლებში კოსმოსში ხომალდების გაშვებაზე შესაძლოა 250 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯოს, სულ 56 ხომალდის გაშვებას გეგმავენ. აქედან 8-ში ეკიპაჟი იქნება.

კომენტარები