პატრიოტთა ალიანსი

კვიციანი: მშობელს რომ სამშობლოს ღალატს აბრალებენ ტელევიზიით, შვილებისთვის დიდი სტრესია

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს, ჰკითხა მის მიერ შემუშავებული ბავშვთა კოდექსი ითვალისწინებს თუ არა ბავშვების დაცვას მშობლებზე გავრცელებული ცილისწამებისგან. 

"იქნებ, ამ კოდექსით მშობლების ცილისწამებით... ბავშვებზე ხშირ შემთხვევაში ცილისწამება ცუდად მოქმედებს. თუ იქნებიან ბავშვები დაცულები ამ უბედური შემთხვევებისგან. როდესაც მშობელს დააბრალებს რომელიმე ტელევიზია, თუ ოპონენტი, თუნდაც სამშობლოს ღალატს დააბრალებენ და სხვადასხვა ტყუილს, ცილს დასწამებენ ადამიანს და ამის შედეგად სტრესს მიიღებს ოჯახი, ბავშვები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვები. ამას ხომ უყურებენ ყველა არა, იქნებიან, თუ არა ბავშვები მომავალში ამისგან დაცულები?"- იკითხა კვიციანმა. 

სოფიო კილაძემ კვიციანს უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ბავშვთა კოდექსი ამ საკითხს ირიბად, ბავშვისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევით შეეხება. 

"მესმის, რასაც გულისხმობთ. ასეთ შემთხვევებში, ამ კუთხით ნამდვილად არ მიფიქრია. როგორც იცით, ცილისწამება ნამდვილად არ არის დასჯადი ქმედება. ირიბად, რა თქმა უნდა, შეეხება, თუ ვთქვათ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება, ამისთვის სახელმწიფო პროგრამები იქნება, მაგრამ პირდაპირ ასეთი შემთხვევა, რომ არ მოგატყოთ, ამაზე არ გვიფიქრია,"- ამბობს სოფიო კილაძე. 

კომენტარები