ბრაზილიის ნაკრების ახალი კაპიტანი

ნეიმარს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარი აღარ უკაპიტნებს. ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

შაბათს, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ამის შესახებ პირადად აცნობა ნეიმარს. "სელესაოს" დამრიგებელმა გუნდის კაპიტნად 36 წლის დანი ალვეში დაასახელა.

კოპა ამერიკისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის, დანი ალვეშს ყველაზე მეტი - 138 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული. ბოლოს ის ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი იყო გასული წლის მარტში, გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში.

კოპა ამერიკა 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება. ბრაზილია A ჯგუფში ბოლივიასთან, ვენესუელასთან და პერუსთან ერთად იბრძოლებს.

კომენტარები