მეორე ტური

ბახტაძე: მეორე ტურში არიან ოცნების კანდიდატი კახაძე და სააკაშვილის კანდიდატი შავგულიძე

ჩემთვის ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძე სააკაშვილს უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის, ეს ადამიანურად, პოლიტიკის მიღმა, არის ნეგატიური ემოციების მომტანი და სამწუხარო ჩემთვის. როდესაც მეორე ტური იქნება, საზოგადოებისთვის სურათი ნათელია. ერთ მხარეს იქნება ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და მეორე მხარეს იქნება სააკაშვილის კანდიდატი ბატონი შავგულიძე. ამ ფაქტით მან გააკეთა თავისი არჩევანი, ახლა საზოგადოება გააკეთებს არჩევანს მეორე ტურში.  მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ, რომ აქტივობა იყოს მაღალი და ასეც იქნება.

პრემიერი მამუკა ბახტაძე მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურის შესახებ საუბრობს ტვ პირველის ეთერში გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები