ტოჩინოშინის მარცხი

ტოჩინოშინის მეორე მარცხი ნაცუ ბაშოზე (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი აბის დაუპირისპირდა და ჰატიკაკომით დამარცხდა. ლევან გორგაძეს მოგება-წაგების ბალანსი 9:2-ზე გაუხდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის რანგის დასაბრუნებლად დარჩენილი 4 ბრძოლიდან ერთის მოგებაც ჰყოფნის. ხვალ, ქართველი სუმოტორი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა მეისეის დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ დღის ბოლო ორთაბრძოლაში, ტოჩინოშინის კონკურენტი იოკოძუნა კაკურიუც დამარცხდა და მასაც ბალანსი 9:2-ზე აქვს.

ნაცუ ბაშოზე საუკეთესო ბალანსი (10:1) ასანოიამას აქვს.

კომენტარები