რუსეთი

რუსეთში კომერსანტის ჟურნალისტების გაშვებას გაზეთის 203 ჟურნალისტი აპროტესტებს

Voice of America

მას შემდეგ, რაც 20 მაისს კომერსანტის ხელმძღვანელებმა ორი ჟურნალისტი ივან საფრონოვი და მაქსიმ ივანოვი მთავრობისთვის არასასურველი სტატიის მომზადების გამო დაითხოვეს, მომხდარიდან ერთ საათში გაზეთი პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა დატოვა. 20 მაისს საღამოს კი კომერსანტის 203-მა ჟურნალისტმა გააპროტესტა გაზეთის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება და მომხდარს "რუსეთში თავისუფალი სიტყვის აშკარა ჩახშობა" უწოდა.

კომერსანტის თანამშრომლებმა Facebook-ზე დაწერილი ღია წერილით დაგმეს ივან საფრონოვისა და მაქსიმ ივანოვის გათავისუფლება. მათი თქმით, ეს "ჟურნალისტების წინააღმდეგ პირდაპირი ზეწოლის მაგალითია".

20 მაისს რუსეთში გაზეთ კომერსანტის ბიზნეს გამოცემის პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გამოცემინდან ორი ჟურნალისტის, ივან საფრონოვისა და მაქსიმ ივანოვის გაშვებაა, რომლებსაც მთავრობის წნეხის გამო სამსახურის დატოვება აიძულეს. ჟურნალისტებმა გადაწყვეტილება ერთ საათზე ნაკლებ დროში მიიღეს.

17 აპრილს მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომერსანტში დაწერეს, რომ შესაძლოა, ფედერალური საბჭოს ლიდერი ვალენტინა მატვიენკო მაისში საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელით სერგეი ნარიშკინით ჩაენაცვლებინათ. კრემლში თქვეს, რომ მათ არ იცოდნენ მოსალოდნელ ცვლილებებზე და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს.

კომენტარები