საარჩევნო ბლოკი

გვარამია: გამოვრიცხავ, უგულავას და ელისაშვილს ერთად ვერ ვხედავ

მე ვფიქრობ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის განცდა დარჩა ბევრი მიმართულებით. ჯერ იყო და გიგი უგულავამ თქვა, რომ კიდევ ვიღაც უერთდებათ და ახალი რაღაც კონგლომერატი შეიძლება, ვიხილოთ, თუმცა ვერ მოვისმინე, ვისზეა ლაპარაკი. ალბათ, პრეზიდენტ მარგველაშვილზე... ალბათ, სავარაუდოდ, საუბარია უსუფაშვილზე და მარგველაშვილზე, ვინც დღეს მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა [შალვა შავგულიძეს]. [ალეკო ელისაშვილს] სრულიად გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, უგულავას და ელისაშვილს მე ერთად ვერ ვხედავ, მაგრამ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საუბარია მარგველაშვილზე და უსუფაშვილზე

რუსთავი 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ამის შესახებ საკუთარ გადაცემაში "კვირის აქცენტები" ისაუბრა, სადაც ცოტა ხნით ადრე ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ჰყავდა მიწვეული, რომელმაც საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" გამსხვილებაზე ისაუბრა.

კომენტარები