არჩევნები 2019

მდინარაძე: მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არის

რა თქმა უნდა, არის მეორე ტურის ალბათობა, მათ შორის ორ ოლქში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ - თუ იქნება მაღალი აქტივობა, თუ გააქტიურდებიან ჩვენი მხარდამჭერები, ამომრჩევლები ზოგადად, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია მეორე ტურის ჩატარების შანსი. რომელი ოლქებია, ამაზე წინასწარ ზედმეტ პროგნოზებს არ გავაკეთებ, საღამოს გვექნება გარკვეული მონაცემები და შემდეგ მედიას და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში. [...] მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ და აქედან გამომდინარე, თამამად ვამბობთ, რომ შესაძლებელია პირველივე ტურში გამარჯვება.

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე არჩევნების მეორე ტურზე და მმართველი პარტიის შესაძლებლობებზე საუბრობს.

კომენტარები