კაპანაძე: მაღაროელები გაფიცვამდე "ოცნების" უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მიიყვანა

რუსთავი 2

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს პარტია ევროპული საქართველო. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ისინი ამ მდგომარეობამდე ამ თემის მიმართ ქართული ოცნების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მიიყვანა. 

"ეს მდგომარეობა აქამდე მიიყვანა იმან სრულიად უპასუხისმგებლო დამოკდიებულება იყო ქართული ოცნების მხრიდან ამ თემის მიმართ, წლების განმავლობაში და ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მიიყვანა ხალხი ასეთ გამწარებამდე და ჩემი სრული სოლიდარობა მათ," - ამბობს კაპანაძე. 

ჭიათურაში მაღაროელები დღეს გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ხელფასის მომატება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება, ისინი ასევე ითხოვენ მოგვარდეს ქალაქში დიდი მანქანებით მადნის გადატანის პრობლემა. ადრე მადანი რკინიგზით გადაჰქონდათ, ახლა კი მანქანებით პირდაპირ ქალაქის ცენტრის გავლით. გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

ტაბულა დაუკავშირდა "ჯორჯიან მანგანეზს", კომპანიაში ამბობენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ. ტაბულა განცხადებას გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები