სან ფრანცისკო

სან ფრანცისკო გახდა პირველი ქალაქი აშშ-ში, სადაც სახის ამომცნობი ტექნოლოგია აიკრძალა

Reuters

სან ფრანცისკო გახდა პირველი ქალაქი აშშ-ში, სადაც სახის ამომცნობი ტექნოლოგია აიკრძალა.

ტექნოლოგიის გამოყენების უფლება არ ექნებათ ადგილობრივ უწყებებსაც, მათ შორის სატრანსპორტო და სამართალდამცავ ორგანოებს.

თვალთვალის ტექნიკის შეძენის სურვილის შემთხვევაში კი უფლება ქალაქის ადმინისტრაციამ უნდა გასცეს.

გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს უსაფრთხოების რისკებს გაზრდის და დანაშაულთან ბრძოლას გაართულებს. მომხრეების აზრით კი ამჟამად ტექნოლოგია საიმედო არ არის და ადამიანების პირად სივრცეს და თავისუფლებას არღვევს.

ახალი წესები არ გავრცელდება აეროპორტებსა და საზღვაო პორტებზე რადგან მათ ფედერალური სამსახურები მართავენ და არა ადგილობრივი სააგენტოები.

კომენტარები