გიორგი ქობულიას გადაყენება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა. 

ქობულიას პარლამენტში მისვლა 6 მაისს ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მინისტრმა სატელევიზიო ეთერით მისი გადაყენების დეტალებზე ისაუბრა. თუმცა, თავად ქობულია ამბობს, რომ მან მიიღო 6 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თხოვნა, მათ შორის არიან ქართული ოცნების და დამოუკიდებელი დეპუტატები. 

ქობულიას მოსმენას სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო დაესწრებიან. მმართველი გუნდის წევრები კი სხდომაზე არ მივლენ. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ მოქმედ მინისტრებს იწვევენ და რომ მათ ქობულიასთან კითხვები აღარ აქვთ

გიორგი ქობულიამ "შაბათის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ის გადააყენეს და თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. კითხვაზე, ვინ გაუშვა ის თანამდებობიდან, პრემიერმინისტრმა ბახტაძემ, თუ ბიძინა ივანიშვილმა, ამბობს, რომ ამას ვერ დააკონკრეტებს. გადაყენების მიზეზად ქობულია მიზეზად მასა და მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტმა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდა. 

კომენტარები