მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან?

არის ერთი დეგრადირებული, ყოფილი დეპუტატი ხულოში, ანზორ ბოლქვაძე. ჩემი სირცხვილი, რომ ეგ ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა, კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, მიშა სააკაშვილო, შენ რა გითხარიო. ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდზე დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა. ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ თავი გამოიჩინა თავისი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის სსიპ-ის თანამშრომლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ხულოს სამხატვრო გალერეა. ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, არაფერი სასაცილო ხულოში არ არის თავისთავად, საერთაშორისო მასშტაბით ხალხი ჰყავთ, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან? იმ შუაშია, რომ ბოლქვაძის ცოლს უნდა დასაქმება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს, მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები