ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ქართველ კათოლიკეთა მწყემსს ორდინაციის იუბილეს ულოცავს

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ტაბულა

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ქართველ კათოლიკეთა მწყემსს მღვდლად კურთხევის იუბილეს ულოცავს. ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მღვდლად კურთხევიდან 40 წელი გავიდა:

ამ წერილით გვინდა, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის ლათინური წესის ეპისკოპოსს ჯუზეპე პაზოტოს ჩვენი ეკლესიის თემის, ჩვენი სამღვდელოების, ჩვენი ეპისკოპოსების  სახელით 
გულითადად მივულცოთ სამღვდელო ორდინაციის 40 წელი. ამ ღირსსაცნობ თარიღს ვულოცავთ ასევე საქართველოს კათოლიკეებს.

ჩვენ ღმერთს მადობას ვწირავთ მეუფე ჯუზეპეს  სიცოცხლისათვის, მისი მსახურებისათვის და მისი მეგობრობისათვის. გვინდა მას ვუსურვოთ ჯანმრთელობა, სიხარული და დიდი
ხნის სიცოცხლე.

მეუფე ჯუზეპეს სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რომის კათოლიკური
ეკლსიის აღორძინების საქმე.  

მე პირადად  მეუფე ჯუზეპე გავიცანი ჩემი საეპისკოპოსო ორდინაციის დღეს, როდესაც ის მამა გაბრიელ ბრაგანტინთან ერთად ესწრებოდა წირვას მშვიდობის კათედრალში.  იმ დღეს წმიდა საყდრის ელჩმა მთავარეპისკოპოსმა ჟან-პოლ გობელმა გამაცნო ორივე ახალგაზრდა, ანუ მაშინ ახალგაზრა ღვთისმსახურები და მითხრა, რომ მათი სახით საუკეთესო მწყემს-მსახურები ეყოლებოდა ქართველ კათოლიკეებს. ვფიქრობ, რომ მონსინიორ გობელის გამართლდა  ამ ორივე შესანიშნავი ადამიანის მსახურებაში.

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მეუფე ჯუზეპს მსგავსი ღვთისმსახურები ყველა ეკლესიაში
და ყველა რელიგიაში

პატივისცემით,

მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტრიპოლიტი
საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

კომენტარები