მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული. მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისი პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა. ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ქართული სამხედრო წარმოება რომელიც მომიკლეს. მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა, შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს , მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე.
მიხეილ სააკაშვილი
"მე ვარ შვილმკვდარი მამა და შურს ვიძიებ," - სააკაშვილი მის მიერ დაწყებულ პროექტებზე
tbl.ge/3on4
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. სააკაშვილის ამ ვიდეოს რუსთავი ორი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




