მაია მიმინოშვილი

გამოცდების ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი ქართული ოცნების წევრებს გადაამზადებს

ipress

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქართულ ოცნებაში გააგრძელებს საქმიანობას. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ქართულ ოცნებაში დაუდასტურეს, პარტიაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, ამბობენ, რომ "მისი საქმე პარტიის წევრების ტრენინგი და გადამზადება იქნება. ჯგუფი არის, რომელიც პარტიის წევრებს გადაამზადებს და ამ ჯგუფში არის მიმინოშვილიც," - უთხრეს ტაბულას ქართულ ოცნებაში. 

განათლების მინისტრმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან 2018 წლის სექტემბერში გაათავისუფლა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და გადაწყვეტილება "ახალი ენერგიის საჭიროებით" ახსნა.

კომენტარები