ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა და ამბობდა , რომ ამერიკამ უნდა გადაიღოს ქართული იუსტიციის სახლები. მე კი არ მითხრა ეს, თელ-ავივში და ათენში ლექციების და საჯარო გამოსვლების დროს თქვა მოქმედმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომ ამერიკამ უნდა გადაიღოს საქართველოს გამოცდილება. ინგლისის ლორდთა პალატაში იყო მოსმენა, ინგლისში როგორ დაენერგათ ქართული სერვისები ბიზნესის სფეროში, ბიუროკრატიის გამარტივების სფეროში და ასე შემდეგ. საქართველო იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი მსოფლიო ბანკის რეიტინგით 6 წელი ზედიზედ. დონალდ ტრამპმა, ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ უნდა ვისწვალოთ საქართველოს სახელმწიფო სისტემა და თქვა ტრამპმა, რომ კიდევ კარგი, სააკაშვილი არ იყრის კენჭს ამერიკაში, თორემ მე ვერასდროს გავხდები პრეზიდენტიო. ხუმრობდა? კი, ხუმრობდა. აბა მითხარით, ვისზე უხუმრია ტრამპს ეგრე ცხოვრებაში.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ტრამპმა თქვა, კიდევ კარგი სააკაშვილი არ იყრის კენჭს, პრეზიდენტი ვერ გავხდებოდიო
tbl.ge/3ol0
დაკოპირდა

თქვა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




