თითქმის ბოლომდე ანადგურებენ საქართველოს პოლიციას. საქართველოს პოლიცია იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი პოლიცია. საქართველო, ქვეყანა, რომელიც იყო სიცილიის დონეზე და ზოგიერთი შუა აზიური ქვეყნის დონეზე გახდა მსოფლიოში მესამე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ევროპაში ყველაზე უსაფრთხო. ეს მხოლოდ შესაძლებელი იყო პოლიციის მუშაობით. გეგმაზომიერად განადგურება მოხდა პოლიციის რეპუტაციის. არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდნენ შეცდომებს და უშვებდნენ ტრაგიკულ შეცდომებს და იყო ტრაგიკული ისტორიები, მაგრამ, უკაცრავად, რომელ ქვეყანაში არ არის? გერმანიაში არ არის? ამერიკაში არ არის? ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას, მაგრამ აქ ჩაერთო მთელი რუსული პროპაგანდა. რუსეთის მოქალაქეები ეკითხებოდნენ - ჩვენ რატომ არ გვაქვს ასეთი პოლიცია. მოსკოვმა ამოირჩია ქართული პოლიციის დისკრედიტაცია, ვიდრე რუსეთში იგივეს შექმნა. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ასეთი ისტორიები ხდება ძალიან ხშირად
tbl.ge/3oku
დაკოპირდა

მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში ქართველებს შეხვდა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




