საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მეხანძრე-მაშველები კახეთში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძნობენ მუშაობას. 

სამსახურის ცნობით, ცოცხალი ძალა და სამაშველო ტექნიკა იმ მუნიციპალიტეტებშია გადანაწილებული, სადაც უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და ზოგიერთ შემთხვევაში მისი მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება. მათივე ცნობით, მეხანძრეებმა ოპერატიული დახმარება გაუწიეს იმ ოჯახებსაც, რომლებსაც მეხანძრე-მაშველები პირდაპირი კომუნიკაციის გზით სხვადასხვა სოფელში ეკონტაქტებოდნენ და საჭიროებდნენ მაშველთა დახმარებას. 

"მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ დროისთვის 
რამდენიმე ობიექტზე ასრულებენ. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, ადიდებული 
მდინარეების მიმდებარედ, მიღებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდინარეობს 
შექმნილი ვითარების უწყვეტი მონიტორინგი,"- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კახეთში გუშინ გვიან ღამით გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ალაზნის ადიდება გამოიწვია. დაიტბორა გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა, ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

კომენტარები