რუსეთი

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში 9 მაისს სტალინის ბიუსტი დადგეს

იოსებ სტალინის ახალგახსნილი ძეგლი ქალაქ ნოვოსიბირსკში
Meduza

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში გუშინ, 9 მაისს იოსებ სტალინის ძეგლი გახსნეს. ძეგლის დადგმის ცერემონიას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც ხელში სტალინის პორტრეტები და წითელი დროშები ეკავათ. 

გახსნის ღონისძიებაში ქალაქის მერი, კომუნისტი ანატოლი ლოკოტიც მონაწილეობდა. 

საბჭოთა ბელადის ძეგლის დადგმას ნოვოსიბირსკში 2016 წლიდან ცდილობდნენ. სხვადასხვა საბაბით ქალაქის ხელმძღვანელობა ძეგლის დადგმაზე უარს ამბობდა, რადგან თვლიდნენ, რომ ბიუსტი ბევრი ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევდა და შესაძლოა, ვანდალიზმის მსხვერპლი გამხდარიყო. 

კომენტარები