ავტომანქანების ტექდათვალიერება

ტექინსპექტირების 3 ცენტრში გაუმართავ ავტობუსებზე ყალბ დასკვნებს გასცემდნენ, დააკავეს 4 პირი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. "ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდა. 

კომენტარები