ჭიათურა-საჩხერის გზაზე მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ღელეს დაგუბება გამოიწვია.
ტაბულასთან საუბარში საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნეს, რომ ადგილზე მობილიზებულია მაშველთა ჯგუფი და მუშაობენ გეოლოგები. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას, რადგან შემთხვევა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით მოხდა.





