კალაძე მაჩალიკაშვილზე: ცხადი არის ერთი, პრევენცია იქნა გაკეთებული, გამოძიებას დაველოდოთ

კვალიფიკაციის მინიჭება გამიჭირდება, ეს შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაა, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ცხადი არის ერთი, რომ პრევენცია იქნა გაკეთებული, დანარჩენი გამოძიებას დაველოდოთ.

თბილისის მერი კახა კალაძე მახლაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები