რუსეთი

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში სტალინის ბიუსტი დადგეს

NGS

რუსული მედიის ინფორმაციით, 8 მაისს რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის ცენტრში საბჭოთა კავშირის დიქტატორის, სტალინის ბიუსტი განათავსეს.

სტალინის ბიუსტს 9 მაისს ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში გახსნიან.

შეგახსენებთ, რომ სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის ისტორიულ როლს დადებითად 70% აფასებს, რაც ისტორიული რეკორდია. ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 46% სტალინის რეჟიმის მსხვერპლების რაოდენობას გამართლებულად მიიჩნევს. 

რუსული მედიის ცნობით, ეს სტალინისადმი დადებითი შეფასების ისტორიული რეკორდია.

სტალინის შვილთაშვილი იაკობ ჯუღაშვილი მორალურად მახინჯებად და დეგენერატებად მოიხსენიებს მათ, ვინც მისი დიდი ბაბუის რეპრესიებს ამართლებს. 

კომენტარები