მაჩალიკაშვილი: თუ საშიში ვარ და ვამზადებდი ტერაქტს, დაეცადათ ტერაქტამდე და ფაქტზე დავეჭირე

მე ვიყავი 5ჯერ დაბარებული სუსში. 10 საათი დამკითხეს, მაშინ მე ვთქვი მეტი აქ არ მოვალ თუ ძალით არ მომიყვანეთთქო. ყველა ვინც იქ ზის თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. ნებისმიერმა ადამიანმა ერთი წუთით ჩემს ადგილზე წარმოიდგინოს თავი, იმიტომ არ მივდივარ, მაგრამ რომ მცდონოდა ამ საკითხს ესებოდა, მე მივიდოდი. ახლა ნებისმიერ დროს მივალ სუს-ში.

მე ძალიან მაინტერესებს, თუ ვიყავი საშიში და თუ ვამზადებდი ტერაქტს, დაეცადათ იმ ტერქტამდე და ფაქტზე დავეჭირე. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ერთი წელია იმაზე მუშაობენ, რომ როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა. როგორ გამოვამწყვდიოთ ციხეში. როგორ გავაჩუმოთ ეს ადმაიანი. ამაზე მუშაობს ყველა, ივანიშვილიდან დაწყებული სუს-ის ყველაზე დაბალი თანამდებობის პირით დამთავრებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა. 8 მაისი, 2019

კომენტარები