მაჩალიკაშვილი საქმე

მაჩალიკაშვილი: რომ მამწარებენ, მაქვს ხოლმე ეს საუბარი, შესაძლოა მეთქვა, ამაზე წამსვლელი არ ვარ

მე არ ვარ ის ადამიანი, არ დამიმთავრებია ის სკოლა, სადღაც ვიტყუო და სადღაც ჩემს ღირსებას მე თვითონ შევეხო. მე გეუბნებით მე როცა ესენი ძალად მამაწარებენ, მე აქ ამ ერთ წელიწადში იმდენი გავიარე, ამას მხეცი ვერ გაუძლებდა. მაგრამ როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ეს საუბარი, ხან ამასთან, ხან იმასთან. არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვა. მე მინდა ვიცოდე, მე ამას გავიგებ, არც ვმალავ, ვინ არის ჩემი მტერი მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მისი მკვდარიც, მისი შვილიც, შვილიშვილიც და თაობაც, მისი შთამომავალიც მისი მოდგმაც, ყველა მაინტერესებს. არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ, რომ უნდა ვიცოდე ვინ არის ჩემი მტერი. 

მე გავიფიქრე ეს ბევრჯერ მომივიდა ეს აზრი, მაგრამ ამას ისე ვკლავ ჩემში, ვნახულობ ამ ძალას, იმიტომ რომ მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ მე და ამაზე არ ვარ წამსვლელი, მაგრამ როგორც ასეთი მე ვაინახი, ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ. მე მომიკლეს სახლში შვილი ჩემ თვალწინ, ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვცდილობ რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანები.

მე ციხის არ მეშინია, ციხიდან ვიბრძოლებ, დამიჭირონ აქ ვარ, თუ დამნაშავე ვარ დამიჭირონ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები