რუსეთი

Facebook-მა 100-ზე მეტი ყალბი რუსული გვერდი წაშალა

EU Today

Facebook-ის 6 მაისის განცხადებით ვიგებთ, რომ კომპანიამ 100-ზე მეტი ყალბი რუსული გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალა.

კომპანიამ რუსეთიდან 97 ანგარიში წაშალა, რომელიც უკრაინაზე იყო ფოკუსირებული, ხოლო სხვა წაშლილი 21 გვერდი ავსტრიაზე, ბალტიის ქვეყნებზე, გერმანიაზე, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოზე.

“ჩვენ მუდამ ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ და შევაჩეროთ ამგვარი აქტივობები. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენ სერვისებს ხალხის მანიპულაციისთვის იყენებდნენ... ისინი ხშირად წერდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სიახლეებზე - აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე, ევროპის პოლიტიკის სიახლეებზე, უკრაინის პოლიტიკაზე და სირიის ომზე," - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

ევროკვშირის წევრ ქვეყნებზე ფოკუსირებული ყლაბი ანგარიშები, ძირითადად, მიგრაციაზე, რელიგიურ პრობლემებსა და NATO-ზე წერდნენ.

მსგავსი მიზეზით მარტში Facebook-მა რუსეთთან, ირანთან, მაკედონიასა და კოსოვოსთან დაკავშირებული 2632 გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალა.

Facebook ცდილობს, რომ სოციალურ ქსელში პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ დაუშვას.

კომენტარები