საკვები

2018 წელს ჩინეთში გავრცელებულ ღორის ვირუსს მსოფლიოში საკვების ფასებზე ექნება გავლენა

nature.com

2018 წლის აგვისტოში ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ შენიანგში აფრიკული ღორის ვირუსი გავრცელდა, რამაც რამდენიმე ათეული ღორი მოკლა. 47 ღორის სიკვდილის შემდეგ, საგანგებო ღონისძიებები გატარდა - ღორების მასობრივი გადარჩევა და საქონლის ტრანსპორტირების შეჩერება.  

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ჩინეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ. თუმცა, დაახლოებით 9 თვის შემდეგ სხვადასხვა საშუალებებით ვირუსი მონღოლეთში, ვიეტნამსა და კამბოჯაში გავრცელდა. აფრიკული ღორის ვირუსმა აზიაში თითქმის ყველა დაავადებული ღორი იმსხვერპლა, თუმცა ამ ვირუსით ადამიანები არ დაავადებულან.

მსოფლიოს ღორების ნახევარი ჩინეთშია. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის ბაზრიდან 1 მილიონი ღორი ამოიღეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ 2019 წელს ჩინეთის 440 მილიონი ღორიდან 100 მილიონზე მეტი იქნება ამოსაღები. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზით, ჩინეთში ღორების რაოდენობა 134 მილიონით შემცირდება, რაც ამერიკული ღორების მთლიანი წლიური რაოდენობის ტოლფასია. 1970 წლის შემდეგ ჩინეთისთვის ეს ყველაზე ცუდი მონაცემებია. ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლიდან დაინფიცირებული ღორების რაოდენობა შემცირდა.

INTL FCStone Inc-ის აღმასრულებელი ეკონომისტის არლან სუდერმანის თქმით, ეს მსოფლიოში საკვების ფასებზე იმოქმედებს.

ჩინეთში ღორის ხორცს 128 მილიარდიანი ბაზაარი აქვს და მისი მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალია. ჩინეთში ღორის რაოდენობა სავარაუდოდ 30%-ით შემცირდება. ქვეყანას, დიდი ალბათობით, ღორისა და სხვა ხორცის იმპორტი დასჭირდება.

ამჟამად ჩინეთში ღორი ხორცის საბითუმო ფასი გასულ წელთან შედარებით 21%-ით მეტია. ფასებმა აშშ-სა და ევროპაშიც აიწია, რადგან ჩინეთში მეტ პროდუქტს აგზავნიან - მარტში ესპანეთში ბეკონის ფასმა 20%-ით მოიმატა, ხოლო გერმანიაში ღორის ხორცის ფასი 17%-ით გაძვირდა.

მოთხოვნის ზრდა სხვა ხორცებზეც გავრცელდა. მაგალითად, პირველ კვარტალში ავსტრალიური საქონლის ხორცის ექსპორტი ჩინეთში 67%-ით გაიზარდა.

შედეგად, ამ შემთხვევის შემდეგ საკვების ფასი გაიზრდება, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს.

ღორის ხორცი ჩინეთის სამომხმარებლო კალათის უდიდესი ნაწილია. Citigroup-ის ინფორმაციით, მისი გავლენა სხვა ხორცის ფასებზე ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში ღორის ხორცის გაორმაგებული ფასები ქვეყნის ინფლაციას 5.4%-ით გაზრდის. ამრიგად, 2019 წელს 2.6%-იან ინფლაციის დონეს პროგნოზირებენ.

ჰონგ-კონგში Citigroup-ის ჩინეთის აღმასრულებელმა ეკონომისტმა ლიუ ლიკანგმა თქვა, რომ ჩინეთის მთავრობა ღორის ხორცთან დაკავშირებულ ინფლაციას გამოყოფს ზოგადი ფასების ზრდისგან. თუ ღორის ფასების ზრდა ინფლაციის ზრდას 3%-ით აღემატება, ჩინეთის სახალხო ბანკმა ეკონომიკის გასაძლიერებლად აგრესიული ზომების მიღებისგან შეიძლება თავი შეიკავოს.

ღორის ვირუსისგან გამოწვეული პრობლემების გამო, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესაძლოა სავაჭრო მოლაპარაკება დაასრულოს, რათა ღორის, ფრინველისა და ძროხის ხორცი იმპორტი გაამარტივოს, ხოლო ჩინელი კანონმდებლები პრობლემის გამომწვევი ვირუსის განადგურებაზე ფოკურსირდებიან.  

კომენტარები