ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

ცირკი ცხოველების გარეშე - ცხოველთა დამცველების აქცია და პეტიცია

შაბათი, 4 მაისი, 2019 - 18:49
ნიკა გაბედავა
tbl.ge/3nvo
დაკოპირდა
ნიკა გაბედავა
ნიკა გაბედავა
ნიკა გაბედავა
ნიკა გაბედავა
ნიკა გაბედავა
ნიკა გაბედავა

ცხოველთა დამცველებმა ცირკთან აქცია გამართეს და საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვა მოითხოვეს. 

მათ პეტიციაც შეადგინეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიემართება. მასზე ხელმომწერები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. 

აქცია 4 მაისს იმიტომ დაიგეგმა, რომ დღეს თბილისის ცირკში წარმოდგენას მოსკოვის იური ნიკულინის ცირკი მართავს. მათ საცირკო წარმოდგენებში აქტიურად ხდება ცხოველების (მაიმუნები, ლომები, ვეფხვები, ძაღლები) გამოყენება.

ცხოველთა დამცველები ამბობენ: 

"მრავალი დოკუმენტური მასალა არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ გარემო-პირობებში იმყოფებიან. მოგზაურ ცირკებში გამოყენებული გარეული ცხოველებისთვის კი განსაკუთრებით მწვავედ გადასატანია მომთაბარე ცხოვრება. ამასთან, ე.წ ,,ცირკის ცხოველებს“ უწევთ იმგვარი მოქმედებების შესრულება, რაც მათ ბუნებრივ მდგომარეობას არ შეესაბამება. ცირკებში ცხოველების გასაწვრთნელად და მათ მიერ კონკრეტული ქცევის/ილეთის დასასწავლად გამოიყენება ისეთი ძალადობრივი მეთოდები, როგორებიცაა: დიდი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვება, იძულება, ტკივილის მიყენება (მათ შორის ჯოხების, ბასრი, მჩხვლეტავი საგნების, ელექტროშოკერების გამოყენებით), ფსიქოლოგიური ზეწოლა, წამება, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, სხვა ცხოველებისგან იზოლაცია, პატარა ზომის გალიებში გამოკეტვა და ა.შ. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ისინი განთავსებულნი არიან ანტისანიტარიულ პირობებში, ხოლო, მათი სამედიცინო საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია.

ცირკში არსებული პირობები და ცხოველებისადმი მოპყრობა მათში დაუცველობის განცდას იწვევს. რაც შემდგომში, სტრესის, ფრუსტრაციის, აგრესიის და თვითდესტრუქციული ქცევის განმაპირობებელი ხდება. ყოველივე აღნიშნული კი რიგ შემთხვევებში მსხვერპლით სრულდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ცირკში ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო და არც კონსერვაციული ფუნქცია, არამედ, მისი დანიშნულებაა ადამიანების გართობა სხვა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე. როდესაც ჩვენ ვყიდულობთ ცირკის ბილეთს, რომელშიც ხდება ცხოველების გამოყენება, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სისასტიკეს!

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცირკებში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს. მეტიც, უფრო და უფრო მეტად პოპულარი ხდება საცირკო დასები ცხოველების გარეშე, რომლებიც საინტერესო და ამაღელვებელ შოუებს სთავაზობენ მაყურებელს. მათ შორისაა: Cirque du Soleil, Circus Vargas, Circus Oz, Cirque Productions.

დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში დაწესებულია ნაციონალური, რეგიონული თუ ლოკალური შეზღუდვები გარეული ან ყველა ცხოველის გამოყენებაზე ცირკებში. მათ შორისაა: საბერძნეთი, კვიპროსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მალტა, ბოლივია, პოლონეთი, კოლუმბია, ხორვატია, კოსტა-რიკა, ისრაელი, იტალია, ლუქსემბურგი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შოტლანდია, სინგაპური, ისრაელი, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ხორვატია, ესტონეთი, გერმანია, მექსიკა, შვედეთი, ინდოეთი, პერუ.

ჩვენ მოვითხოვთ, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას. ამასთან, საჭიროებისამებრ, საზღვარგარეთიდან იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევას, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვყავს ნიჭიერი აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები, ჯამბაზები, მოცეკვავეები, სახელმწიფოს მოვუწოდებთ განახორციელოს ქართული ცირკის მხარდაჭერა და ინვესტიციის ჩადება იმ ადამიანებში, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე, ჰუმანური ცირკის აშენება.

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისი დონეზე საქართველოს რეპუტაციის ამაღლებას და ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს". 

კომენტარები

ბოლო სიახლეები

გაბარდის პოსტის შემდეგ უკრაინა ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსულ პროპაგანდას ეხმაურება
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 14:57

გაბარდის პოსტის შემდეგ უკრაინა ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსულ პროპაგანდას ეხმაურება

"წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა" – შსს-მ ხაშურში 1 პირი დააკავა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 13:45

"წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა" – შსს-მ ხაშურში 1 პირი დააკავა

ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 12:53

ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო

პუტინი: ვინარჩუნებთ სტრატეგიულ უპირატესობას, უკრაინული დრონების იერიშები ამას ვერ შეცვლის
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 12:10

პუტინი: ვინარჩუნებთ სტრატეგიულ უპირატესობას, უკრაინული დრონების იერიშები ამას ვერ შეცვლის

სტარმერი: გაერთიანებული სამეფოს ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 11:46

სტარმერი: გაერთიანებული სამეფოს ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში