გერმანიის ეროვნული ნაკრები

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ კარიერა დაასრულა

გერმანიის ეროვნული ნაკრების, ლევერკუზენის, ჰამბურგისა და ჰაინცის ყოფილმა მეკარე რენე ადლერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 34 წლის გოლკიპერმა ეს გადაწყვეტილება ხშირი ტრავმიანობის გამო მიიღო.

ადლერმა უკანასკნელი მატჩი 2018 წლის აპრილში ჩაატარა და ლაიპციგთან მატჩში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. 

"კარიერის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და გაჩერებას ვამჯობინებ. ჩემს გადაწყვეტილებაზე ტრავმებმა იმოქმედეს. პირველი სერიოზული დაზიანება 2010 წელს მივიღე, როცა ნეკნი დავიზიანე", - თქვა ადლერმა.

ცნობისათვის, ადლერს გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ეროვნულ გუნდში კი, 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები