ლიონელ მესის ჯილდო

ლიონელ მესი წმინდა გიორგის სახელობის ჯილდოს მიიღებს

კატალონიის "ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი წმინდა გიორგის ჯვარს მიიღებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა კატალონიაში. ამ ინფორმაციას კატალონიური გრანდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

1981 წლიდან, ეს ჯილდო გადაეცემათ კატალონიაში ადამიანებს, რომლებიც თავიანთი მონდომებით და მიღწევებით დახმარებას უწევდნენ ესპანურ საზოგადოებას.

მესის "ბარსელონაში“ 34 ტიტული აქვს მოგებული და ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა კლუბის ისტორიაში (598 გოლი).

კომენტარები