საპარლამენტო უმრავლესობა

"ეს იყო წყალგამყოფი" - ლევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

ტაბულა

ლევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, მიზეზი საერთო სასამართლოების შესახებ ე.წ კობახიძის კანონპროექტია, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

"ეს იყო წყალგამყოფი ხაზი“, - ამბობს კობერიძე და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ აპირებს გაწევრიანებას. მისი თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს საქმიანობას.

ამ დროისთვის, ქართულ ოცნებას პარლამენტში 107 დეპუტატი დარჩა. ბოლო ორ თვეში, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა. იქამდე, 2018 წელს, ქართულ ოცნებას დავით ჭიჭინაძე გამოეყო.

კომენტარები