ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

დღეს, 12:00 საათზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

radiotavisupleba.ge

დღეს, 1 მაისს, 12 საათზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, ვიცე-პრემიერს, შს მინისტრს  გიორგი გახარიას დაეკისრა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

კომენტარები