SPORTS ILLUSTRATED

პირველად SPORTS ILLUSTRATED-ის ისტორიაში მოდელი გარეკანზე ჰიჯაბითა და ბურქით მოხვდა

Sports Illustrated

21 წლის ჰალიმა ადენი პირველი მოდელი გახდა, რომელმაც ჟურნალ "Sports Illustrated"-ის გარეკანზე ჰიჯაბითა და ბურქით მოხვდა.

"Sports Illustarted" 1954 წელს არის დაარსებული და ეს პირველი შემთხვევა არის ჟურნალის ისტორიაში.

ჰალიმა ადენმა ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა.

"არ შეცვალოთ საკუთარი თავები, შეცვალეთ თამაში. ქალებო ყველაფერი შესაძლებელია. Sports Illustrated-ზე ყოფნა უდრო დიდი ამბავია, ვიდრე მე. ეს არის გზავნილი ჩემი საზოგადოებისა და სამყაროსთვის, რომ ქალები სხვადასხვა ისტორიითა და გარეგნობით შეიძლება იდგნენ ერთად", - დაწერა ჰალიმა ადენმა.

ჰალიმა ადენი ამერიკაში გადასვლამდე კენიაში, ლტოლვილთა ბანაკში იზრდებოდა.


ფოტო: Sports Illustrated

"ამერიკულ ოცნებაში გაზრდა, შემდეგ კენიის ლამაზ მხარეებში ჟურნალის გადაღებისთვის დაბრუნება, არის ისტორია რომელსაც ვერავინ გამოიგონებს", - თქვა ჰალიმა ადენმა.

კომენტარები