რუსეთი-ნორვეგია

ნორვეგიელი ექსპერტების აზრით, რუსებს ჯაშუში თეთრი ვეშაპი ჰყავთ

NRK

ნორვეგიის სანაპიროზე თეთრი ვეშაპი იპოვეს, რომელსაც რუსული აღჭურვილობა ჰქონდა და ნორვეგიელ ექსპერტთა აზრით, რუსი ზღვაოსნების მიერ არის გაწვრთნილი.

საზღვაო ბიოლოგის პროფესორის, აუდუნ რიკარდსენის თქმით, აღჭურვილობას ჰქონდა Go Pro კამერის დამჭერი, რომელზეც სანქტ-პეტერბურგის აღმნიშვნელი ნიშანი ეწერა. ნორვეგიელმა მეთევზეებმა თეთრ ვეშაპს კამერის დამჭერი მოხსნეს. მათი თქმით, მხოლოდ კამერის დამჭერი იყო, თუმცა არა კამერა. GoPro კამერას მეტწილად ჩაფხუტზე იმაგრებენ და კამერას ამგვარად შეუძლია გადაღება.

ამ რეგიონში რუსეთს საზღვაო მურმანსკის ბაზა აქვს, რომელიც ნორვეგიული გემებისგან 415 კილომეტრის მოშორებით არის.

რიკარდსენის რუსი კოლეგის თქმით, როგორც წესი, რუსები არ ატარებენ ამგვარ ექსპერიმენტებს, თუმცა საზღვაო ფლოტი წლებია რაც თეთრ ვეშაპებს იჭერს და მათ ავარჯიშებს.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა ვიქტორ ბარენტრსმა რუსულ ტელევიზიაში განაცხადა, რომ მათ სამხედრო დელფინები ჰყავთ - "ამას არ ვმალავთ. სევასტოპოლში (ანექსირებულ ყირიმში) სამხედრო დელფინებისთვის ცენტრი გვაქვს, ისინი გაწვრთნილები არიან, რომ სხვადასხვა დავალება შეასრულონ."

"თეთრი ვეშაპი გემთან 2-3 დღის განმავლობაში პერიოდულად მოდიოდა ხოლმე, ღია პირით საჭმელს ეძებდა... თეთრი ვეშაპები ჭკვიანი, სოციალური ძუძუმწოვრები არიან, ძაღლების მსგავსად შეიძლება მათი გაწვრთნა," - აღნიშნა რიკარდსენმა.

 

კომენტარები