Black sea arena

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება. გრემის მფლობელი ჯგუფის მოსმენა 16 ივნისს Black Sea Arena-ზე შეგეძლებათ.

"16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი "ბლექ სი არენა", Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა" - აღნიშნულია განცხადებაში.

ბილეთების გაყიდვა 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება - საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.

ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.

კომენტარები