აღდგომა

ქართველ პროტესტანტთა ნაწილი აღდგომას ძველი კალენდარული სტილით ზეიმობს

ღვთისმსახურება ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში
facebook.com/ebcGeorgia/

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანული) ეკლესია და ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა აღდგომას მართლმადიდებლებთან ერთად იზეიმებენ. 

პროტესტანტული ეკლესიების ამ ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება დიდ დღესასწაულთაგან შობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად, ახალი კალენდარული სტილით იზეიმოს, ხოლო აღდგომა, ძველით. 

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლსიის მშვიდობის კათედრალში ღვთისმსახურება დღეს, 23:45 წუთზე დაიწყება (კედიას ქუჩა, 6).

ორმოცდაათიანელები სააღდგომო მსახურებას 23:00 დაიწყებენ (თორნიკე ერისთავის ქუჩა, 1).

ხოლო ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, ხვალ დილის 11:00-ზე (ნუცუბიძის IV პლატო, ბესარიონ ჟღენთის ქუჩა, 114).

საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირში სააღდგომო ღვთისმსახურებას 20:00-ზე დაიწყებს. 

კომენტარები