MDF-ის კვლევა

სახელისუფლებო ტროლები პანკისის მოვლენებზე, NGO-ების და მედიის წინააღმდეგ - MDF-ის კვლევა

MDF

21 აპრილს პანკისის ხეობაში დაპირისპირება ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო. "ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას პანკისელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რამაც მათი სამართალდამცავებთან დაპირისპირება გამოიწვია. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, მოსახლეობამ კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. დაპირისპირების შედეგად დაშავდა როგორც სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა.

მედიის განვითარების ფონდმა ამ დღეს ფეისბუქზე ტროლები იკვლია, რომლებიც რეალური იდენტობების მითითების გარეშე მოქმედებდენ და ერთი მხრივ, პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებას ამართლებდნენ, მეორე მხრივ კი პანკისის ხეობის, ქისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ავრცელებდნენ გზავნილებს.

“მითების დეტექტორმა” ასეთი 15 ტროლი გამოავლინა.

ორგანიზაციის თქმით, გამოვლინდა ტროლების ორი კატეგორია: ისინი, ვინც სხვა ადამიანების ფოტოებს იპარავენ და ტროლები, რომლებიც მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს არ აქვეყნებენ.

  • ტროლები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ, მეტწილად პანკისის მოვლენების შესახებ სხვადასხვა ჯგუფებში სახელისუფლებო ექსპერტის, გია აბაშიძის პოსტს აზიარებნენ, რომელშიც გია აბაშიძე პანკისში სიტუაციის ესკალაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. 
  • ტროლების უმეტესობა, რომლებიც ფოტოებს საერთოდ არ აქვეყნებენ ან ზოგად ფოტოებს ტვირთავენ, ფეისბუკზე 2018 წელს დარეგისტრირდა. 
  • მათი უმეტესობა მხოლოდ სხვა გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ ტოვებს კომენტარებს და საკუთარ თაიმლაინზე პოსტებს არ აზიარებს/აქვეყნებს.

იდენტიფიცირებული ტროლები ორგანიზებულად ცდილობდნენ პანკისის ხეობაში მორიგი ჰესის მშენებლობის გამართლებას, რისთვისაც ისინი სხვადასხვა პოსტის ქვეშ ტოვებდნენ კომენტარებს და ამტკიცებდნენ, რომ დაგეგმილი ჰესის პროექტი გარემოსთვის უსაფრთხო და უვნებელი იყო. ტროლები ცდილობდნენ, რომ ამ საკთხზე დისკუსია სოციალურ ქსელებში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ჭრილში განეხილათ და პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტების საპირწონედ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ასახელებდნენ.


ფოტო: MDF

ფოტო: MDF
იდენტიფიცირებული ტროლები 21 აპრილს სპეციალური დანიშნულების რაზმის ქმედებების გამართლებას სოციალურ ქსელებში აქტიურად ცდილობდნენ. ტროლები ერთი მხრივ პანკისელებს “ქვების მსროლელებს” უწოდებდნენ, მეორე მხრივ კი სპეცოპერაციის მოწინააღმდეგეებს “არეულობის მომხრეებად” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად მოიხსეინებდნენ.


ფოტო: MDF

ფოტო: MDF

ფოტო: MDF
გარდა ამისა, ვხვდებოდით ერთი ტროლის იდენტურ კომენტარს, რომელსაც ის სხვადასხვა პოსტს ქვეშ ტოვებდა.


ფოტო: MDF

სიძულვილის და შუღლის გაღვივება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართლების პარალელურად ტროლები და ფეისბუქ გვერდები ქისტების დისკრედიტაციას რელიგიური ნიშნით ცდილობდნენ. ფეისბუქ გვერდმა inews გაავრცელა ვიდეო, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად. ვიდეოს ახლავს აღწერა, რომ პანკისელები “ალაჰ აკბარს” გაიძახოდნენ. სხვა პოსტების ქვეშ კი ვხდებოდით ტროლების კომენტარებს, რომ ქისტებს “სხვა ღმერთი” ჰყავთ, რაც მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებასა და საქართველოს მოქალაქე ქისტების დისტანცირებასა და გაუცხოებას ისახავს მიზნად

რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების გარდა ფეისბუქ გვერდები და ტროლები ცდილობდნენ, რომ ქისტები და მათი მხარდამჭერები სეპარატისტებად წარმოეჩინათ. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გაავრცელდა მანიპულაციური ვიდეო, რომელშიც პანკისის მკვიდრი ამბობს, რომ სოფელი ”ჩვენია”, რასაც სპეცრაზმელი ეწინააღმდეგება და ეუბნება, რომ სოფელი “საქართველოსია”. აღნიშნული ფრაგმენტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა, რადგან პანკისის მკვიდრის სიტყვები სოფელი “ჩვენია” ქვეყნიდან იზოლაციას და სეპარატიზმს კი არ გულისხმობდა, არამედ მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის, უფლების დეკლარირებას ახდენდა. “სეპარატისტებად” და “ეროვნების მოღალატეებად” მოიხსენიეს ტროლებმა ბათუმში პანკისელების სოლიდარობის აქციის მონაწილეებიც, რაც მათ რელიგიურ იდენტობას დაუკავშირეს.


ფოტო: MDF


ფოტო: MDF


ფოტო: MDF

ტროლები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

ტროლების მობილიზება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პანკისის მოვლენების გარშემო ორ ეტაპად გამოჩნდა. ერთი მხრივ, დისკრედიტაციის ტალღა პანკისის ხეობაში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელნძღვანელის, სულხან სალაძის ჩასვლას მოჰყვა. მეორე მოვლენა კი სახელისუფლებო ექსპერტის, გია აბაშიძის 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება, რომელშიც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს და გამოთქვა ვარაუდი, რომ პანკისის ხეობაში სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები რევენ და პროვოკაციულ ქმედებებს სჩადიან. უფრო მეტიც, მის პოსტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებიც არის ჩამოთვლილი, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ და პაკისში სიტუაციის შესასწავლად და ადგილობრივების უფლებების დასაცავად ჩავიდნენ (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინფის ცენტრი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია)

დონორების ჩამონათვალში აქცენტი ღია საზოგადოების ფონდის მიერ ამ ორგანიზაციების დაფინანსებაზე კეთდებოდა. გია აბაშიძის პოსტი სხვადასხვა ტაბლოიდურმა მედიამ, ახლადშექმნილმა გვერდებმა გამოაქვეყნეს, იდენტიფიცირებული ტროლები კი ამ გვერდებიდან ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებში აზიარებდნენ. სახელისუფლებო ექსპერტის გია აბაშიძის კომენტარი კი, რომელშიც ის პანკისში განვითარებულ მოვლენებში არასამთავრობოებს ადანაშაულებს და ღია საზოგადოების ფონდის მიერ ამ ორგანიზაციების დაფინანსების მიზანშეწონილობაზე საუბრობს, 23 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდმაც გამოაქვეყნა. 

“კითხვაზე, კონკრეტულად რომელ არასამთავრობოებზე საუბრობს გია აბაშიძე, იგი პასუხობს. „პანკისში არის სათემო რადიო, EMC-ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, იქ არიან თამთა მიქელაძე, სულხან ბორძიკაშვილი, რომელიც მაშინაც, იმ კვირა დღესაც კი ავრცელებდა ყალბ ამბებს, რომ თურმე მოლაპარაკებების დროს პოლიციის მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა. კიდევ არიან სხვები, მაგალითად გელა მთივლიშვილი ამბობდა, რომ მიმდინარეობდა დაკავებები, ხალხის დარბევა და ასე შემდეგ. იქ არის საინფორმაციო ქსელი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი. ინტერნეტში რომ ჩავხედოთ, მათ ვებგვერდებსა და მათ დასპონსორებულ ფეისბუქ გვერდებზე, ისინი უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ თურმე მცირე ჰესები უშვილობასაც კი იწვევს, აერიათ ეტყობა, ატომური ენერგო სადგურის ცნებასთან“, – განმარტა აბაშიძემ. მისივე თქმით, ხსენებული არასამთავრობოები ფინანსდებიან უმეტესად „სოროსის ფონდით, ღია საზოგადოება – საქართველოდან“. „ცუდი არაფერია დაფინანსებაში, მაგრამ ხანდახან უნდა გადაიხედოს ხოლმე, როდესაც პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ნარატივების ელფერს იძენს ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის“, – აღნიშნა გია აბაშიძემ.


ფოტო: MDF

ფოტო: MDF

ფოტო: MDF
მანამდე, 22 აპრილს კი ფეისბუკში პანკისელი აქტივისტების, პანკისის სათემო რადიოსა და კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილისა და მისი კოლეგების დისკრედიტაციის კამპანია გამოჩნდა. 2019 წელს შექმნილი გვერდი “ქართული სახელმწიფო” პანკისის ხეობაში აქტივობების დისკრედიტაციას იმაზე ხაზგასმით ცდილობდა, თითქოს აქტივობებზე გრანტი ფონდმა ღია საზოგადოებამ გასცა. პოსტში აღნიშნული იყო, რომ რეალურ შუღლს პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღვივებდენ.

 

კომენტარები