ამინდის პროგნოზი

ნალექი და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება 26 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ნალექი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი. მთაში კი თოვლია ნავარაუდევი.

"მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 21-22 აპრილს იქნება +17 გრადუსი, შემდგომ დღეებში +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს. 21-22 აპრილს +13 გრადუსია მოსალოდნელი, შემდგომ დღეებში +15 +17 გრადუსამდე დათბება",- ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნაირა მანველიშვილი. 

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 26 აპრილიდან ელოდებიან.  

კომენტარები