კობერიძე ქობულიაზე: ეკონომიკის კომიტეტში არ გაგვიგია ვინმეს თუ ხსნიდნენ, ან ნიშნავდნენ

მე თვითონ ეკონომიკის კომიტეტში ვარ და ამ კომიტეტში საერთოდ არაფერი გაგვიგია, ვინმეს თუ ხსნიდნენ ან ვინმეს თუ ნიშნავდნენ. არ ვიცი ეს ჩვენი მინუსი თუ არის, მაგრამ მემგონი ვცდილობთ კარგად ვიმუშაოთ. მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა, მისი მოხსნაც და დანიშვნაც, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რაღაც შიდა ჯგუფში განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს. ეს კითხვა მექნებოდა პრემიერმინისტრთან. ვფიქრობ რომ პარლამენტში რაიმე ფორმატში ამაზე მსჯელობა უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას მოხსნის შესახებ საუბრობს. ქობულია გუშინ მოხსნეს და მის ადგილას ნათია თურნავა დანიშნეს.

კომენტარები